გაერო-ში უკრაინის ელჩი: "რუსეთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ტერორისტული სახელმწიფოა"
11/10/2022 06:22:47 მსოფლიო
გაერო-ში უკრაინის ელჩმა სერჰი კისლიციამ გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთი დაგმო და "ტერორისტული სახელმწიფო" უწოდა.
„სახლებში მძინარე მშვიდობიან მოსახლეობაზე სარაკეტო თავდასხმით რუსეთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის არის ტერორისტული სახელმწიფო, რომლის შეკავებაც უმკაცრესი გზებით უნდა მოხდეს“, - აღნიშნა ელჩმა.
ცნობისთვის: 10 ოქტომბერს დილიდან უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. აფეთქებების შესახებ იუწყებოდნენ კიევიდან, ლვოვიდან, დნეპროპეტროვსკიდან, ჟიტომირიდან, ხმელნიცკიდან, კრივოი როგიდან ზაპოროჟიედან და სლავიანსკიდან. 10 ოქტომბერს უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა.


