Accentnews.ge
ბაიდენი უკრაინას საჰაერო თავდაცვის მოწინავე სისტემების მიწოდებას დაჰპირდა

ბაიდენი უკრაინას საჰაერო თავდაცვის მოწინავე სისტემების მიწოდებას დაჰპირდა

11/10/2022 06:17:29 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინას მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემებს დაჰპირდა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა და 10 ოქტომბერს რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქების დაბომბვა დაგმო.

ჯო ბაიდენის თქმით, მას მუდმივი კონტაქტი აქვს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან, რათა გაგრძელდეს რუსეთზე ზეწოლა, ძვირად დაუჯდეს და პასუხი აგოს სამხედრო დანაშაულისთვის.

ცნობისთვის: 10 ოქტომბერს დილიდან უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. აფეთქებების შესახებ იუწყებოდნენ კიევიდან, ლვოვიდან, დნეპროპეტროვსკიდან, ჟიტომირიდან, ხმელნიცკიდან, კრივოი როგიდან ზაპოროჟიედან და სლავიანსკიდან. 10 ოქტომბერს უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S