Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი: "განადგურებულია რუსეთის 46 ფრთოსანი რაკეტა და 27 უპილოტო საფრენი აპარატი"

უკრაინის გენშტაბი: "განადგურებულია რუსეთის 46 ფრთოსანი რაკეტა და 27 უპილოტო საფრენი აპარატი"

11/10/2022 06:05:38 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს რუსეთის სამხედრო ძალების 46 ფრთოსანი რაკეტა და 27 უპილოტო საფრენი აპარატი.

უკრაინის გენშტაბის განცხადებით, მტერი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ობიექტების და მჭიდროდ დასახლებული ქალაქების წინააღმდეგ რაკეტებს და უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებს ბრძოლის ველზე წარუმატებლობის გამო.

"მოწინააღმდეგეს არ შეუძლია ხარკოვის და ხერსონის მიმართულებებით უკრაინის თავდაცვის ძალების წარმატებული კონტრშეტევის შეჩერება და ამიტომ ცდილობს მოსახლეობის დაშინებას და პანიკის დათესვას", – აცხადებს გენშტაბი.

მისი ცნობით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 61-ზე მეტი სარაკეტო და 32 საავიაციო დარტყმა და 92 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. საავიაციო და სარაკეტო დარტყმების შედეგად დაზარალდა 30-ზე მეტი დასახლებული პუნქტი, მათ შორის ქალაქები – კიევი, ლვოვი, როვნო, ჟიტომირი, ხმელნიცკი, ივანო-ფრანკოვსკი, ვინიცა, ხარკოვი, დნიპრო, კრივოი როგი, ზაპოროჟიე, ნკოლაევი და ოდესა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S