Accentnews.ge
ლუკაშენკომ უშიშროების სამსახური სრულად დაიქვემდებარა

ლუკაშენკომ უშიშროების სამსახური სრულად დაიქვემდებარა

10/10/2022 20:33:23 ევროპა

ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ 10 ოქტომბერს ხელი მოაწერა ბრძანებას სახელმწიფო უშიშროების ორგანოთა მდგომარეობის ცვლილების შესახებ. შესაბამისად, თუ აქამდე კაგებე ქვეყნის პრეზიდენტის გარდა მთავრობას და უშიშროების საბჭოს ექვემდებარებოდა, ამიერიდან მხოლოდ ბელარუსის ხელმძღვანელს დაექვემდებარება.

გარდა ამის, ლუკაშენკომ სახელმწიფო უშიშროების ინსტიტუტს სახელი გადაარქვა და მას სახელმწიფო უშიშროების აკადემია უწოდა.

ბელარუსის კაგებეს, როგორც ლუკაშენკოს ხელში რეპრესიული მექანიზმის შესახებ, არსებობს ბევრი მტკიცებულება, მათ შორის უკანონო დაპატიმრებებზე, წამებაზე, ოპოზიციონერი აქტივისტების გაუჩინარებაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S