
პოლონეთის ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს ბელარუსის დატოვებისკენ მოუწოდებს
10/10/2022 20:22:00 ევროპა
პოლონეთის ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს ბელარუსის "ხელმისაწვდომი კომერციული და კერძო საშუალებებით" დატოვებისკენ მოუწოდებს.
მანამდე პოლონეთის ხელისუფლებამ თავის მოქალაქეებს რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდა.
ურთიერთობები ვარშავასა და მინსკს შორის 2021 წელს გაუარესდა, როდესაც პოლონეთმა მეზობელი ბელარუსი თავის საზღვართან მიგრაციული კრიზისის ხელოვნურად შექმნაში დაადანაშაულა. ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო დაიძაბა უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის შემდეგ: ოფიციალური ვარშავის განცხადებით, ბელარუსში მცხოვრები პოლონური უმცირესობა სახელმწიფოს მხრიდან რეპრესიებს განიცდის, თემის რამდენიმე ლიდერი კი დაპატიმრებულია.