Accentnews.ge
10 ოქტომბერს უკრაინაზე თავდასხმაში რუსებმა $400-700 მილიონი დახარჯეს - Forbes

10 ოქტომბერს უკრაინაზე თავდასხმაში რუსებმა $400-700 მილიონი დახარჯეს - Forbes

10/10/2022 19:04:30 მსოფლიო

რუსეთს 10 ოქტომბერს უკრაინაზე მასშტაბით სარაკეტო შეტევა 400-700 მილიონი დოლარი დაუჯდა,– იუწყება Forbes უკრაინა.

10 ოქტომბერს რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 17:00 საათის მდგომარეობით, 84 საკრუიზო რაკეტა და 24 დრონი გაუშვა. უკრაინელმა ჯარებმა ჩამოაგდეს რაკეტების ნახევარზე მეტი - 43 და 13 უპილოტო საფრენი აპარატი.

ხარჯების ფართო დიაპაზონი იმითაა განპირობებული, რომ თითოეული ტიპის რაკეტების ზუსტი რაოდენობა ჯერ არ არის ცნობილი. გავრცელდა ინფორმაცია გასროლილი რაკეტების ტიპების შესახებ: X-101, X-555, კალიბრი, ისკანდერი, S-300, ტორნადო -S.

400-700 მილიონი დოლარის შეფასებით ვარაუდობენ, რომ რაკეტების უმეტესობა, რომლებიც მიზანს მოხვდნენ, არის ძვირადღირებული და მაღალი სიზუსტის X -101 და ტაქტიკური მოქმედების რაკეტები (S-300, ტორნადო -S), ხოლო დანარჩენი მიმართული იყო საჰაერო თავდაცვის გადატვირთვაზე.

ამ რაკეტების ღირებულების გამოსათვლელად გამოცემამ გამოიყენა შემდეგი შეფასებები: X-101 რაკეტის ღირებულება - 13 მილიონი დოლარი, კალიბრი - 6,5 მილიონი დოლარი, „ისკანდერი“ - 3 მილიონი დოლარი, „ონიქსი“ - 1,25 მილიონი დოლარი, X - 22 - 1 მილიონი დოლარი, "Точка-У" - 0,3 მილიონი დოლარი. 10 ოქტომბერს გაშვებული ყველა დრონის ჯამური ღირებულება რამდენიმე მილიონი დოლარია.

10 ოქტომბერს, დილით რუსული არმიის მიერ უკრაინის მასიური დაბომბვა განხორციელდა. ცნობილია აფეთქებების შესახებ კიევში, ხარკოვში, ლვოვში და რეგიონში, ჟიტომირში, კიევის რეგიონში, დნეპროპეტროვსკის ოლქში.

ბოლო მონაცემებით, კიევზე რუსეთის თავდასხმების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 75 დაშავდა. უკრაინის პოლიციამ დააზუსტა, რომ რუსული რაკეტების უმეტესობა ქალაქ კიევის ცენტრს მოხვდა.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის ჯარებს ორი სამიზნე აქვთ - ენერგეტიკული ობიექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით და ხალხი. როგორც უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რუსეთის თავდასხმების შედეგად დაზიანდა 11 „მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ობიექტი“ 8 რეგიონსა და კიევში.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაადასტურა რუსეთის მასიური დარტყმები უკრაინაზე, მათ შორის ენერგეტიკულ ობიექტებზე. ამავე დროს, ის იმუქრება ახალი თავდასხმებით „რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტული თავდასხმების განხორციელების მცდელობის გაგრძელების შემთხვევაში“.

უკრაინაზე რუსეთის ფედერაციის მასიური დარტყმების ფონზე გერმანიამ გამოაცხადა, რომ უკრაინას ოთხი IRIS-T SLM საჰაერო თავდაცვის სისტემიდან პირველს "უახლოეს დღეებში" გადასცემს.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დაგმო რუსეთის მასიური თავდასხმები უკრაინის ქალაქებზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მხარს დაუჭერს უკრაინას "რამდენადაც საჭიროა".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S