Accentnews.ge
"უზრუნველვყოფთ მხარდაჭერას, რომელიც უკრაინის ძალებს სჭირდებათ თავიანთი ქვეყნისა და თავისუფლების დასაცავად“

"უზრუნველვყოფთ მხარდაჭერას, რომელიც უკრაინის ძალებს სჭირდებათ თავიანთი ქვეყნისა და თავისუფლების დასაცავად“

10/10/2022 18:49:42 მსოფლიო

აშშ მკაცრად გმობს რუსეთის სარაკეტო იერიშებს უკრაინის ქალაქებზე, რაც უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ვლადიმერ პუტინის სრული სისასტიკის ილუსტრირებაა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ თავდასხმების შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ და დაშავდნენ, განადგურდა ობიექტები, რომლებიც სამხედრო დანიშნულების არ იყო.

როგორც თეთრი სახლის ლიდერმა დასძინა, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს პუტინის უკანონო ომის სრულ სისასტიკეს უკრაინელი ხალხის მიმართ.

„ამ თავდასხმებისას დაიღუპნენ და დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, გაანადგურეს არასამხედრო სამიზნეები. ისინი კიდევ ერთხელ აჩვენებენ პუტინის მიერ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ უკანონო ომის სისასტიკეს“, - თქვა ბაიდენმა.

მისი თქმით, „ეს თავდასხმები კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს ვალდებულებას, მხარი დავუჭიროთ უკრაინელ ხალხს რამდენი ხანიც სჭირო იქნება":

ჩვენს მოკავშირეებთან ერთად გავაგრძელებთ რუსეთისთვის აგრესიის საფასურის გადახდევინებას, პუტინის და რუსეთის პასუხისმგებელობის დაყენებას სისასტიკესა და ომის დანაშაულებებზე და ვუზრუნველვყოფთ მხარდაჭერას, რომელიც უკრაინის ძალებს სჭირდებათ თავიანთი ქვეყნისა და თავისუფლების დასაცავად“.

10 ოქტომბერს, დილით რუსული არმიის მიერ უკრაინის მასიური დაბომბვა განხორციელდა. ცნობილია აფეთქებების შესახებ კიევში, ხარკოვში, ლვოვში და რეგიონში, ჟიტომირში, კიევის რეგიონში, დნეპროპეტროვსკის ოლქში.

ბოლო მონაცემებით, კიევზე რუსეთის თავდასხმების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 75 დაშავდა. უკრაინის პოლიციამ დააზუსტა, რომ რუსული რაკეტების უმეტესობა ქალაქ კიევის ცენტრს მოხვდა.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის ჯარებს ორი სამიზნე აქვთ - ენერგეტიკული ობიექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით და ხალხი. როგორც უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რუსეთის თავდასხმების შედეგად დაზიანდა 11 „მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ობიექტი“ 8 რეგიონსა და კიევში.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაადასტურა რუსეთის მასიური დარტყმები უკრაინაზე, მათ შორის ენერგეტიკულ ობიექტებზე. ამავე დროს, ის იმუქრება ახალი თავდასხმებით „რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტული თავდასხმების განხორციელების მცდელობის გაგრძელების შემთხვევაში“.

უკრაინაზე რუსეთის ფედერაციის მასიური დარტყმების ფონზე გერმანიამ გამოაცხადა, რომ უკრაინას ოთხი IRIS-T SLM საჰაერო თავდაცვის სისტემიდან პირველს "უახლოეს დღეებში" გადასცემს.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დაგმო რუსეთის მასიური თავდასხმები უკრაინის ქალაქებზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მხარს დაუჭერს უკრაინას "რამდენადაც საჭიროა".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S