აშშ-ის ათზე მეტი აეროპორტის ვებგვერდებზე კიბერშეტევა განხორციელდა
10/10/2022 18:35:18 მსოფლიო
CNN-ის ცნობით, აშშ-ის ათზე მეტი აეროპორტის ვებგვერდებზე განხორციელდა კიბერშეტევა. მათში შესაძლოა, პრორუსი ჰაკერები იყვნენ ჩართული.
არხის ცნობით, 10 ოქტომბერს, დილით, აშშ-ის აეროპორტების, მათ შორის, ქვეყანაში ყველაზე დიდის, ვებგვერდები მიუწვდომელი იყო. კიბერშეტევების უშუალო ფრენებზე გავლენის შესახებ არ იტყობინებიან, მაგრამ პრობლემა იყო ის, რომ ადამიანებს არ ჰქონდათ წვდომა ფრენის თაობაზე ინფორმაციაზე.
CNN წერს, რომ კიბერშეტევა განხორციელდა 14 ვებგვერდზე, მათ შორის ჰარტსფილდ-ჯექსონ ატლანტაში (ატლანტა). ჰაკერული ჯგუფი, რომელიც ცნობილია როგორც Killnet, ადრე სამიზნედ ისახავდა აშშ-ის რამდენიმე აეროპორტს.
ბერლინსა და ჰერნეში სარკინიგზო ინფრასტრუქტურა დაზიანდა 8 ოქტომბერს, რამაც ჩრდილოეთ გერმანიაში მატარებლის მოძრაობა სამი საათით შეაფერხა. ასევე იყო ჩავარდნები GSM-R (Global System for Mobile Communications - Rail) საკომუნიკაციო სისტემის მუშაობაში, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას საკონტროლო ცენტრებს შორის, რომლებიც აკონტროლებენ შემადგენლობის და მატარებლების მოძრაობას, – წერს DW.
Deutsche Bahn-ის კონცერნმა და გერმანიის ტრანსპორტის ფედერალურმა სამინისტრომ გამორიცხეს ტექნიკური გაუმართაობის შესაძლებლობა. ბუნდესტაგის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანტონ ჰოფრაიტერმა არ გამორიცხა, რომ გერმანიის რკინიგზაზე ინფრასტრუქტურის დაზიანების უკან რუსეთი დგას. ბერლინის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ პოლიტიკური ელფერები არ არის გამორიცხული.


