Accentnews.ge
კულება: „სარაკეტო იერიშების შემდეგ არც ერთ დასავლელ პარტნიორს არ უხსენებია რუსეთთან მოლაპარაკება“

კულება: „სარაკეტო იერიშების შემდეგ არც ერთ დასავლელ პარტნიორს არ უხსენებია რუსეთთან მოლაპარაკება“

10/10/2022 17:45:40 ევროპა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრო კულებას თქმით, არც ერთ დასავლელ კოლეგას არ უსაუბრია მასთან მოსკოვთან მოლაპარაკებებზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ.

„ეს არავის გაუბედავს. მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატები ვართ, ბოლო დღეებში, როცა ვინმე ცდილობს სიტყვა „მოლაპარაკების“ თქმას, უბრალოდ, ვაჩუმებთ. იმიტომ, რომ იმის შემდეგ, რაც რუსეთმა გააკეთა, მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება: რუსული რაკეტები არის რუსეთის პასუხი მოლაპარაკებებზე. ჩვენ ამას ნათლად ვეუბნებით ზოგიერთ ქვეყანას, რომელიც ცდილობს ამაზე ისაუბროს“, - განაცხადა კულებამ.

მისივე თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყველა სახელმწიფო უწყებიდან მიიღო საჭიროებებთან დაკავშირებით ცნობები და მუშაობს პარტნიორებთან მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად არა მხოლოდ სამხედრო, არამედ ენერგეტიკული პრობლემების დასაძლევად.

"პუტინის ეს თავდასხმები არ შეცვლის და ვერ შეაშინებს ჩვენს პარტნიორებს. ყველა მწუხარებას გამოთქვამს, მაგრამ ყველა თანამოსაუბრეს ვუთხარი, რომ მადლიერი ვარ, მაგრამ ახლა ჩვენ გვჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები და თუნდაც დიზელის გენერატორები", - განაცხადა მინისტრმა.

მანამდე კულებამ განაცხადა, რომ ევროკავშირი უკვე ამზადებს პასუხს უკრაინის ქალაქებზე რუსეთის მასიური სარაკეტო თავდასხმასთან დაკავშირებით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S