
აშშ–მა სირიაში იარაღის საკუთარ საწყობზე იერიში მიიტანა
17/10/2019 04:30:47 სხვა, მსოფლიო
ამერიკულმა ავიაციამ სირიაში ამერიკული სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე განთავსებულ იარაღის საწყობზე საჰაერო იერიში მიიტანა,– იუწყება „სიენენი“ პენტაგონზე დაყრდნობით.
როგორც პენტაგონი განმარტავს, იერიშის მიზეზი ამერიკელი სამხედროების მიერ ტერიტორიის დატოვების გათვალისწინებით,სამხედრო აღჭურვილობის შეიარაღებული ჯგუფების ხელში მოხვედრის თავიდან აცილებაა.
„16 ოქტომბერს, მას შემდეგ რაც ტერიტორია კოალიციის მთელმა პერსონალმა და მნიშვნელოვანმა ტაქტიკურმა აღჭურვილობამ დატოვა, კოალიციის ორმა „ეფ-15“-მა წარმატებით განახორციელა წინასწარ დაგეგმილი წერტილოვანი ავიადარტყმა ლაფარჯის ცემენტის ქარხანაზე სამხედრო საწყობის გასანადგურებლად და ობიექტის სამხედრო სარგებლიანობის შესამცირებლად“, – განაცხადა აშშ-ის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკმა მაილს კეიგინსმა, რომელიც აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი სამხედრო კოალიციის წარმომადგენელია.
როგორც პენტაგონში „სიენენს“ განუცხადეს, ავიდარტყმების დროს სამხედრო ბაზის მიმდებარედ რაიმე ძალები განთავსებული არ ყოფილა.
თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო ოპერაცია დაიყო. აღნიშნული ტერიტორიიდან აშშ–მა სამხედროები გაიყვანა. ლაფარჯის ცემენტის ქარხნის ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო ბაზა თურქეთის საზღვრის სიახლოვეს, ქალაქებს ქობანისა და აინ-ისას შორის მდებარეობს.