Accentnews.ge
თბილისსა და ბათუმში უკრაინის სოლიდარობის აქციები გაიმართა

თბილისსა და ბათუმში უკრაინის სოლიდარობის აქციები გაიმართა

10/10/2022 16:33:01 საზოგადოება

თბილისსა და ბათუმში უკრაინის სოლიდარობის აქციები გაიმართა უკრაინაზე რუსეთის მიერ განხორციელებული მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ.

„ჩვენ გვინდა გითხრათ საღამო მშვიდობისა, მაგრამ უკრაინისთვის მშვიდობა არაა. ჩვენი ქალაქები იბომბება და მიმდინარეობს უკრაინელი ხალხის გენოციდი, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს", - ასე მიმართა უკრაინელმა აქტივისტმა მარინა ნედვეჟენკომ ბათუმში, ევროპის მოედანზე შეკრებილებს.

რუსულ აგრესიას აპროტესტებენ საქართველოს დედაქალაქშიც. აქციის მონაწილეების აცხადებენ, რომ თანამედროვე მსოფლიოსთვის მიუღებელია მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდი.

"დღეს აქ მოვედი იმისთვის, რომ მხარი დაუჭირო მოძმე უკრაინელ ხალხს და კიდევ ერთხელ ჩემს მეგობრებთან ერთად ვთქვა, რომ რუსეთი ოკუპანტია, ტერორისტი სახელმწიფოა. რუსეთი იმ ფორმით, როგორითაც დღეს არსებობს, უნდა განადგურდეს - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი, ნოდარ რუხაძე.

10 ოქტომბერს, დილით რუსული არმიის მიერ უკრაინის მასიური დაბომბვა განხორციელდა. ცნობილია აფეთქებების შესახებ კიევში, ხარკოვში, ლვოვში და რეგიონში, ჟიტომირში, კიევის რეგიონში, დნეპროპეტროვსკის ოლქში.

ბოლო მონაცემებით, კიევზე რუსეთის თავდასხმების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 75 დაშავდა. უკრაინის პოლიციამ დააზუსტა, რომ რუსული რაკეტების უმეტესობა ქალაქ კიევის ცენტრს მოხვდა.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის ჯარებს ორი სამიზნე აქვთ - ენერგეტიკული ობიექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით და ხალხი. როგორც უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რუსეთის თავდასხმების შედეგად დაზიანდა 11 „მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ობიექტი“ 8 რეგიონსა და კიევში.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაადასტურა რუსეთის მასიური დარტყმები უკრაინაზე, მათ შორის ენერგეტიკულ ობიექტებზე. ამავე დროს, ის იმუქრება ახალი თავდასხმებით „რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტული თავდასხმების განხორციელების მცდელობის გაგრძელების შემთხვევაში“.

უკრაინაზე რუსეთის ფედერაციის მასიური დარტყმების ფონზე გერმანიამ გამოაცხადა, რომ უკრაინას ოთხი IRIS-T SLM საჰაერო თავდაცვის სისტემიდან პირველს "უახლოეს დღეებში" გადასცემს.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დაგმო რუსეთის მასიური თავდასხმები უკრაინის ქალაქებზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მხარს დაუჭერს უკრაინას "რამდენადაც საჭიროა".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S