Accentnews.ge
ყირიმიდან კვლავ ძლიერი აფეთქების შესახებ იუწყებიან

ყირიმიდან კვლავ ძლიერი აფეთქების შესახებ იუწყებიან

10/10/2022 16:11:10 ევროპა

ანექსირებული ყირიმის ჩრდილოეთით მდებარე ჯანკოის მცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ 10 ოქტომბერს საღამოს მათ აფეთქების ხმა გაიგეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელ VKontakte-სა და ყირიმის Telegram-არხის წევრებმა განაცხადეს.

ისინი რამდენიმე ვერსიის შესახებ წერენ: რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალების მუშაობა, სარაკეტო თავდასხმა ან საგანგებო მდგომარეობა კერძო სახლში. მათი თქმით, აფეთქება მოხდა ჟანკოის #8 სკოლის უბანში.

ტელეგრამ–არხი «Евпатория | Джанкой | Феодосия» საკუტარ გამომწერებზე დაყრდნობით წერს, "რაღაც ძლიერად აფეთქდა ჟანკოიში".

ტელეგრამ–არხ «Крымский ветер»–ის ცნობით, აფეთქება მოხდა #8 სკოლის გვერდით. არხი თავის წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ აფეთქების შემდეგ სახლში შეცვენილმა ნამსხვრევებმა გოგონა დაჭრეს.

"არის ინფორმაცია, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ გაურკვეველ სამიზნეს ესროლა, სახლს ნამსხვრევები მოხვდა“, - წერს «Крымский ветер».

ჯანკოიში არის სამხედრო აეროდრომი, რომელსაც რუსეთი იყენებს. აგვისტოში აქაც იყო აფეთქებები ყირიმის სხვა რაიონების მსგავსად.

რუსეთის ხელისუფლებას ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი ჯანკოის ვითარებაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S