
პოლონეთის პრეზიდენტი ზელენსკის ესაუბრა NATO–ს გენმდივანთან სასწრაფო კონსულტაციების შემდეგ
10/10/2022 15:56:11 ევროპა
პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში რუსეთის იზოლაციის აუცილებლობის შესახებ განაცხადა,- ამის შესაებ დუდა Twitter–ზე წერს.
"ჩვენ ვისაუბრეთ რუსეთის იზოლაციის აუცილებლობაზე, რომელმაც დღეს ჩაიდინა მასობრივი ომის დანაშაულები. მინდა, შეგახსენოთ, რომ ასეთ დანაშაულებს არ აქვს ხანდაზმულობის ვადა და მთელ მსოფლიოში იდევნება. დღეს და ხვალ ამას განვიხილავ სხვა ლიდერებთან",– ნათქვამია შეტყობინებაში.
პოლონეთის პრეზიდენტის ოფისში ასევე იტყობინება, რომ დუდამ სასწრაფო კონსულტაციები გამართა ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან.
„საუბარი ეხებოდა რუსეთის მიერ უკრაინაში სამოქალაქო ობიექტების დღევანდელ დაბომბვას“, - ნათქვამია განცხადებაში.
თავის მხრივ სტოლტენბერგმა დაწერა, რომ დუდასთან საუბარი ეხებოდა ნატო–ს მოკავშირეების მიერ უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას:
"რუსეთი აგრძელებს არაპროვოცირებულ აგრესიას დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ჩვენ ვინარჩუნებთ კურსს".
მანამდე ზელენსკი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს უკრაინის ცის დაცვაში დახმარებაზე ესაუბრა.
10 ოქტომბერს, დილით რუსული არმიის მიერ უკრაინის მასიური დაბომბვა განხორციელდა. ცნობილია აფეთქებების შესახებ კიევში, ხარკოვში, ლვოვში და რეგიონში, ჟიტომირში, კიევის რეგიონში, დნეპროპეტროვსკის ოლქში.
ბოლო მონაცემებით, კიევზე რუსეთის თავდასხმების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 75 დაშავდა. უკრაინის პოლიციამ დააზუსტა, რომ რუსული რაკეტების უმეტესობა ქალაქ კიევის ცენტრს მოხვდა.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის ჯარებს ორი სამიზნე აქვთ - ენერგეტიკული ობიექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით და ხალხი. როგორც უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა, რუსეთის თავდასხმების შედეგად დაზიანდა 11 „მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ობიექტი“ 8 რეგიონსა და კიევში.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაადასტურა რუსეთის მასიური დარტყმები უკრაინაზე, მათ შორის ენერგეტიკულ ობიექტებზე. ამავე დროს, ის იმუქრება ახალი თავდასხმებით „რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტული თავდასხმების განხორციელების მცდელობის გაგრძელების შემთხვევაში“.
უკრაინაზე რუსეთის ფედერაციის მასიური დარტყმების ფონზე გერმანიამ გამოაცხადა, რომ უკრაინას ოთხი IRIS-T SLM საჰაერო თავდაცვის სისტემიდან პირველს "უახლოეს დღეებში" გადასცემს.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დაგმო რუსეთის მასიური თავდასხმები უკრაინის ქალაქებზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მხარს დაუჭერს უკრაინას "რამდენადაც საჭიროა".