![კიეველები მასიურ სარაკეტო შეტევას სიმღერით შეხვდნენ [ვიდეო]](https://www.accentnews.ge/storage/files/311024933_6210215725659702_3405259271921516461_n.jpg)
კიეველები მასიურ სარაკეტო შეტევას სიმღერით შეხვდნენ [ვიდეო]
10/10/2022 15:08:34 საზოგადოება
კიევში, საჰაერო განგაშის დროს, რომელიც 5 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, ხალხი მეტროს აფარებდა თავს.
თავშესაფარში მყოფები მხნეობისთვის მღეროდნენ, როდესაც რუსული რაკეტები ქალაქის სხვადასხვა უბნებს ურტყამდნენ.
10 ოქტომბერს, დილით რუსული არმიის მიერ უკრაინის მასიური დაბომბვა განხორციელდა. ცნობილია აფეთქებების შესახებ კიევში, ხარკოვში, ლვოვში და რეგიონში, ჟიტომირში, კიევის რეგიონში, დნეპროპეტროვსკის ოლქში. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე გასროლილი 83 რაკეტიდან 43 ჩამოაგდეს. ასევე, უკრაინელმა სამხედროებმა 12 ირანული შაჰედ-136 დრონიდან 9 გაანეიტრალეს.
ბოლო მონაცემებით, კიევზე რუსეთის თავდასხმების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 47 დაშავდა. უკრაინის პოლიციამ დააზუსტა, რომ რუსული რაკეტების უმეტესობა ქალაქ კიევის ცენტრს მოხვდა.