Accentnews.ge
გერმანია პირობას დებს, რომ უკრაინას სწრაფად მიაწვდის საჰაერო თავდაცვის სისტემას რუსული თავდასხმების ფონზე

გერმანია პირობას დებს, რომ უკრაინას სწრაფად მიაწვდის საჰაერო თავდაცვის სისტემას რუსული თავდასხმების ფონზე

10/10/2022 14:16:02 ევროპა

გერმანიამ განაცხადა, რომ 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქებზე რუსეთის მასიური თავდასხმის შემდეგ კიევს „უახლოეს დღეებში“ გადასცემს ოთხი IRIS-T SLM–ს საჰაერო თავდაცვის სისტემიდან პირველს.

„კიევზე და ბევრ სხვა ქალაქზე სარაკეტო თავდასხმების განახლება ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების სწრაფი მიწოდება“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინე ლამბრეხტმა 10 ოქტომბერს, რუსული სარაკეტო თავდასხმიდან რამდენიმე საათის შემდეგ.

მან დასძინა, რომ რუსული თავდასხმები რაკეტებითა და უპილოტო თვითმფრინავებით "ატერორებს, პირველ რიგში, მშვიდობიან მოსახლეობას".

„ამიტომ, ჩვენ ახლა მათ ვუჭერთ მხარს, კერძოდ, საზენიტო იარაღით“, - დასძინა ლამბრეხტმა.

10 ოქტომბერს, დილით რუსული არმიის მიერ უკრაინის მასიური დაბომბვა განხორციელდა. ცნობილია აფეთქებების შესახებ კიევში, ხარკოვში, ლვოვში და რეგიონში, ჟიტომირში, კიევის რეგიონში, დნეპროპეტროვსკის ოლქში. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე გასროლილი 83 რაკეტიდან 43 ჩამოაგდეს. ასევე, უკრაინელმა სამხედროებმა 12 ირანული შაჰედ-136 დრონიდან 9 გაანეიტრალეს.

ბოლო მონაცემებით, კიევზე რუსეთის თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 47 დაშავდა. უკრაინის პოლიციამ დააზუსტა, რომ რუსული რაკეტების უმეტესობა ქალაქ კიევის ცენტრს მოხვდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S