„წითელი ჯვარი“ უკრაინაში მუშაობას აჩერებს
10/10/2022 13:09:54 მსოფლიო
„წითელი ჯვარი“ უსაფრთხოების მიზეზების გამო უკრაინაში მუშაობას აჩერებს. ამის შესახებ „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ პრეს–სპიკერმა განაცხადა.
ორგანიზაციამ პირობა დადო, რომ ჰუმანიტარული მისია მუშაობას განაახლებს, როგორც კი ეს უსაფრთხო იქნება.
შეგახსენებთ, დღეს დედაქალაქ კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე სარაკეტო დარტყმების სერია განხორციელდა. ბოლო მონაცემებით, თავდასხმების შედეგად მინიმუმ, 11 ადამიანი დაიღუპა, 60 დაშავდა.


