"ნატო გააგრძელებს მამაცი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას კრემლის აგრესიის წინააღმდეგ საპასუხო ბრძოლაში იმდენხანს, რამდენიც საჭირო იქნება"
10/10/2022 13:03:31 მსოფლიო
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ დღეს რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ სატელეფონო საუბარი გამართეს ისაუბრეს.
„დავგმე რუსეთის საშინელი და განურჩეველი თავდასხმები უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ნატო გააგრძელებს მამაცი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას კრემლის აგრესიის წინააღმდეგ საპასუხო ბრძოლაში იმდენხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, - წერს იენს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: დღეს დილიდან უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. აფეთქებების შესახებ იუწყებოდნენ კიევიდან, ლვოვიდან, დნეპროპეტროვსკიდან, ჟიტომირიდან, ხმელნიცკიდან, კრივოი როგიდან ზაპოროჟიედან და სლავიანსკიდან. უკრაინაზე რუსეთის დღევანდელი თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 11 ადამიანი დაიღუპა.


