Accentnews.ge
ერდოღანმა პოზიცია შეცვალა

ერდოღანმა პოზიცია შეცვალა

16/10/2019 19:12:35 სხვა, მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გადაწყვეტილება შეცვალა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსსა და სახელმწიფოს მდივან მაიკ პომპეოს შეხვდება,– ამის შესახებ ამერიკული მედია მაიკ პომპეოზე დაყრდნობით იუწყება. 

მანამდე ერდოღანმა განაცხდა, რომ პომპეო და პენსი მათი რანგის პირებთან გამართავდნენ შეხვედრას.

„როდესაც ტრამპი ჩამოვა აქ, მაშინ ვისაუბრებ“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

აშშ-ის სამთავრობო დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი რობერტ ობრაიანი შედიან, თურქეთში უკვე ჩავიდნენ.

თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია სახელწოდებით „მშვიდობის წყარო“ 9 ოქტომბერს წამოიწყო. ანკარაში აცხადებენ, რომ ოპერაციის მიზანია სირიის საზღვარზე „უსაფრთხოების ზონის“ მოწყობა, სადაც სირიელი ლტოლვილების განსახლება არის დაგეგმილი. ამერიკამ ოპერაციის ადგილიდან საკუთარი სამხედროები გაიყვანა,რასაც თავად აშშ–ში მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ტერიტორია, რომელიც ამერიკელმა სამხედროებმა დატოვეს, სირიის ჯარმა დაიკავა. ადგილზე წარმოდგენილია რუსეთიც. 

ტრამპი არ იზიარებს მისი გადაწყვეტილების შემდეგ ჩამოყალიბებულ მოსაზრებას, რომ სირიიდან აშშ-ის ჯარის გაყვანამ ქურთები ბედის ანაბარა დატოვა, რუსეთი კი რეგიონში „ვაკუუმის შესავსებად შევიდა“.

„სირია შესაძლოა, რაღაც დახმარებას იღებს რუსეთისგან და ეს ნორმალურია“, – განაცხდა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ქურთები, რომლებიც ამერიკულ ჯართან ერთად იბრძოდნენ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ, ანგელოზები არ არიან. მისი თქმით, ისინი კარგად არიან დაცული და იციან, როგორ იბრძოლონ.

„თურქეთ-სირიის საზღვარზე არსებულ სიტუაციას აშშ-ისთვის ბრწყინვალედ განვიხილავ. ჩვენ პოლიციის აგენტები არ ვართ. დროა, სახლში დავბრუნდეთ. ვცდილობთ, შევაჩეროთ ომები. რუსეთს თუ სურს, სირიაში ჩართული იყოს, ეს მათი გადასაწყვეტია“, – განაცხადა ამერიკის შეეღტებული შტატების პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S