Accentnews.ge
კიევში თითქმის 6–საათიანი საჰაერო განგაში შეწყდა, ხალხი თავშესაფრებს ტოვებს

კიევში თითქმის 6–საათიანი საჰაერო განგაში შეწყდა, ხალხი თავშესაფრებს ტოვებს

10/10/2022 11:51:58 მსოფლიო

კიევში თითქმის 6–საათიანი საჰაერო განგაში შეწყდა, – იუწყება უკრაინული მედია.

მისი ცნობით, ხალხი თავშესაფრებს ტოვებს.

მისი ცნობით, მუშაობა განაახლა კიევის მეტროპოლიტენმაც.

უკრაინაზე რუსეთის დღევანდელი თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაიღუპა.

ცნობისთვის: დღეს დილიდან უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. აფეთქებების შესახებ იუწყებოდნენ კიევიდან, ლვოვიდან, დნეპროპეტროვსკიდან, ჟიტომირიდან, ხმელნიცკიდან, კრივოი როგიდან ზაპოროჟიედან და სლავიანსკიდან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S