Accentnews.ge
ბერლინი – რუსეთმა კიევში გერმანიის საკონსულოს შენობაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა

ბერლინი – რუსეთმა კიევში გერმანიის საკონსულოს შენობაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა

10/10/2022 11:01:03 მსოფლიო

რუსეთმა კიევში მდებარე გერმანიის საკონსულოს შენობაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა.

"კიევში მდებარე შენობა, რომელშიც განთავსებულია გერმანიის საკონსულო, რუსული სარაკეტო იერიშის სამიზნე გახდა, თუმცა ომის დაწყების შემდეგ აღნიშნულ შენობას აღარ ვიყენებდით", – აცხადებენ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ცნობისთვის: დღეს დილიდან უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. აფეთქებების შესახებ იუწყებიან კიევიდან, ლვოვიდან, დნეპროპეტროვსკიდან, ჟიტომირიდან, ხმელნიცკიდან, კრივოი როგიდან ზაპოროჟიედან და სლავიანსკიდან. მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ. აფეთქებებს კიევსა და სხვა ქალაქებში მსხვერპლი მოჰყვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S