Accentnews.ge
"ყირიმის ხიდზე იერიშის საპასუხოდ დღეს უკრაინაზე სარაკეტო შეტევები დავიწყეთ, თუ რუსეთის წინააღმდეგ თავდასხმები გაგრძელდება, პასუხი მკაცრი იქნება"

"ყირიმის ხიდზე იერიშის საპასუხოდ დღეს უკრაინაზე სარაკეტო შეტევები დავიწყეთ, თუ რუსეთის წინააღმდეგ თავდასხმები გაგრძელდება, პასუხი მკაცრი იქნება"

10/10/2022 10:31:53 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, "ყირიმის ხიდზე იერიშის საპასუხოდ დღეს რუსულმა ძალებმა უკრაინის ენერგეტიკულ, სამხედრო და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო შეტევები დაიწყო".

მან ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებას "ტერორისტული აქტი" კიდევ ერთხელ უწოდა.

"თუ რუსეთის წინააღმდეგ თავდასხმები გაგრძელდება, პასუხი მკაცრი იქნება", – განაცხადა პუტინმა პეტერბურგში უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ცნობისთვის: დღეს დილიდან უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. აფეთქებების შესახებ იუწყებიან კიევიდან, ლვოვიდან, დნეპროპეტროვსკიდან, ჟიტომირიდან, ხმელნიცკიდან, კრივოი როგიდან ზაპოროჟიედან და სლავიანსკიდან. მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ. აფეთქებებს კიევსა და სხვა ქალაქებში მსხვერპლი მოჰყვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S