მოლდოვამ, რუსული რაკეტების მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცე გადაკვეთის გამო, რუსეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარა
10/10/2022 10:21:02 მსოფლიო
მოლდოვის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსულმა რაკეტებმა ქვეყნის საჰაერო სივრცე გადაკვეთეს, რის გამოც რუსეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს.
„შავ ზღვაში განთავსებული რუსული ხომალდებიდან დღეს დილით უკრაინისკენ გაშვებულმა სამმა ფრთოსანმა რაკეტამ მოლდოვას საჰაერო სივრცე გადაკვეთა. გავეცი დავალება, რომ რუსეთის ელჩი, ახსნა-განმარტების მისაცემად გამოეძახებინათ“, - წერს მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკუ პოპესკუ სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: დღეს დილიდან უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. აფეთქებების შესახებ იუწყებიან კიევიდან, ლვოვიდან, დნეპროპეტროვსკიდან, ჟიტომირიდან, ხმელნიცკიდან, კრივოი როგიდან ზაპოროჟიედან და სლავიანსკიდან. მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ. აფეთქებებს კიევსა და სხვა ქალაქებში მსხვერპლი მოჰყვა.


