Accentnews.ge
ამერიკელებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდეს

ამერიკელებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდეს

10/10/2022 10:10:48 მსოფლიო

კიევში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ თანამოქალაქეებს მოუწოდა, უკრაინა დატოვონ კერძო სახმელეთო ტრანსპორტით, როცა ეს უსაფრთხო იქნება.

საელჩოს მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა შეუტია უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და სამთავრობო ობიექტებს კიევსა და სხვა ქალაქებში.

როგორც დიპლომატიური უწყება აცხადებს, რუსეთის მიერ დარტყმების გაგრძელება პირდაპირ საფრთხეს უქმნის სამოქალაქო მოსახლებას და ინფრასტრუქტურას. იგი თანამოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

ცნობისთვის: დღეს დილიდან უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. აფეთქებების შესახებ იუწყებიან კიევიდან, ლვოვიდან, დნეპროპეტროვსკიდან, ჟიტომირიდან, ხმელნიცკიდან, კრივოი როგიდან ზაპოროჟიედან და სლავიანსკიდან. მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ. აფეთქებებს კიევსა და სხვა ქალაქებში მსხვერპლი მოჰყვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S