
"მოვითხოვთ რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებას" - დღეს თბილისში აქცია დაიგეგმა
10/10/2022 10:04:32 საზოგადოება
„ჩვენ მოვითხოვთ რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებას“ , – ამ მოთხოვნით დღეს 20:00 საათზე თბილისში, პარლამენტის შენობასთან აქცია გაიმართება.
აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მოფლიომ უნდა იცოდეს რუსეთის დანაშაულების შესახებ.
„ტერორისტულმა ქვეყანამ, რუსეთის ფედერაციამ განახორციელა და განაგრძობს მასიურ სარაკეტო და საჰაერო იერიშებს უკრაინის ტერიტორიაზე, იყენებს თავდასხმის უპილოტო საფრენ აპარატებს. მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს მათი დანაშაულების შესახებ! ამიტომ, დღეს 20:00 საათზე გამოვდივართ აქციაზე საქართველოს პარლამენტთან. ჩვენ მოვითხოვთ რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებას. თან იქონიეთ უკრაინული სიმბოლოები და პლაკატები“, – ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.