Accentnews.ge
ზალუჟნი: "რუსეთმა უკრაინას ამ დრომდე 75 რაკეტა ესროლა, მათგან 41 განეიტრალებულია, იერიში კვლავ გრძელდება"

ზალუჟნი: "რუსეთმა უკრაინას ამ დრომდე 75 რაკეტა ესროლა, მათგან 41 განეიტრალებულია, იერიში კვლავ გრძელდება"

10/10/2022 09:00:28 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ 10 ოქტომბერს რამდენიმე საათის განმავლობაში რუსულმა ძალებმა უკრაინას 75 რაკეტა ესროლეს.

„ქვეყანა-ტერორისტი რუსეთის ფედერაცია უკრაინის ტერიტორიაზე მასობრივ სარაკეტო და საავიაციო დარტყმებს ახორციელებს დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. დილით აგრესორმა 75 რაკეტა გაისროლა. ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ მათგან 41 გაანეიტრალა. შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებენ თანამოქალაქეების დასაცავად“, - წერს ვალერი ზალუჟნი.

ზალუჟნის თქმით, იერიში კვლავ გრძელდება. იგი მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

ცნობისთვის: დღეს დილიდან უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. აფეთქებების შესახებ იუწყებიან კიევიდან, ლვოვიდან, დნეპროპეტროვსკიდან, ჟიტომირიდან, ხმელნიცკიდან, კრივოი როგიდან ზაპოროჟიედან და სლავიანსკიდან. მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ. აფეთქებებს კიევსა და სხვა ქალაქებში მსხვერპლი მოჰყვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S