უკრაინის თავდაცვის მინისტრი: "ჩვენი გამბედაობა არასოდეს განადგურდება ტერორისტების რაკეტებით"
10/10/2022 08:21:35 მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის მინისტრ ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინელი ხალხის გამბედაობა არასოდეს განადგურდება ტერორისტების რაკეტებით.
"ჩვენი გამბედაობა არასოდეს განადგურდება ტერორისტების რაკეტებით, მაშინაც კი, როცა ისინი ჩვენ დედაქალაქს ხვდება. ისინი არც ჩვენი მოკავშირეების სიმტკიცეს შეარყევენ. ერთადერთი, რასაც ისინი შეუქცევადად ანადგურებენ არის რუსეთის მომავალი - გლობალურად საზიზღარი თაღლითი ტერორისტული სახელმწიფოს მომავალი", -განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
ცნობისთვის: დღეს დილიდან უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. აფეთქებების შესახებ იუწყებიან კიევიდან, ლვოვიდან, დნეპროპეტროვსკიდან, ჟიტომირიდან, ხმელნიცკიდან, კრივოი როგიდან ზაპოროჟიედან და სლავიანსკიდან. მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ. აფეთქებებს კიევსა და სხვა ქალაქებში მსხვერპლი მოჰყვა.


