გერაშჩენკო - დასავლეთს: "გთხოვთ, უბრალოდ არ უყუროთ როგორ გვკლავენ, ეს არ არის შოუ, იმოქმედეთ!"
10/10/2022 08:11:56 მსოფლიო
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო დასავლეთს კიდევ ერთხელ მიმართავს, ქვეყანას საბრძოლო თვითმფრინავები და საჰაერო თავდაცვის სისტემები გაუგზავნონ.
"გთხოვთ, უბრალოდ არ უყუროთ როგორ გვკლავენ, ეს არ არის შოუ. ეს ჩვენი ცხოვრებაა, მილიონობით სიცოცხლე. იმოქმედეთ! გთხოვთ, დაგვეხმარეთ გამარჯვებაში. დაგვეხმარეთ, რომ ცოცხლები დავრჩეთ. მოგვეცით საბრძოლო თვითმფრინავები და საჰაერო თავდაცვის სისტემები. ყოველ დაგვიანებულ დღეს ადამიანის სიცოცხლით ვიხდით", – აცხადებს გერაშჩენკო.
ცნობისთვის: დღეს დილიდან უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. აფეთქებების შესახებ იუწყებიან კიევიდან, ლვოვიდან, დნეპროპეტროვსკიდან, ჟიტომირიდან, ხმელნიცკიდან, კრივოი როგიდან ზაპოროჟიედან და სლავიანსკიდან. მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.


