მედია– კიევის ცენტრში აფეთქებებს, სულ მცირე, რვა ადამიანი ემსხვერპლა
10/10/2022 07:42:55 მსოფლიო
კიევის ცენტრში დაბომბვებს სულ მცირე რვა ადამიანი ემსხვერპლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ცენზორ ნეტი“ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, სარაკეტო იერიშების შედეგად 24 ადამიანი დაშავდა.
ცნობისთვის: დღეს დილიდან უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. აფეთქებების შესახებ იუწყებიან კიევიდან, ლვოვიდან, დნეპროპეტროვსკიდან, ჟიტომირიდან, ხმელნიცკიდან, კრივოი როგიდან ზაპოროჟიედან და სლავიანსკიდან. მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.


