ზელენსკი: "უკრაინაში განგაშის სიგნალი არ წყდება, რუსები ცდილობენ ჩვენ აღგვას პირისაგან მიწისა"
10/10/2022 07:11:31 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის ქალაქებზე დღეს დილით განხორციელებულ თავდასხმებს ეხმიანება და აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის განადგურებას ცდილობს.
„ისინი ცდილობენ ჩვენ განადგურებას და ჩვენ აღგვას პირისაგან მიწისა. ანადგურებენ ჩვენ ხალხს, რომლებსაც ზაპოროჟიეში სახლებში სძინავთ, კლავენ ადამიანებს, რომლებიც სამუშაოდ მიდიან დნიპროსა და კიევში. უკრაინაში განგაშის სიგნალი არ წყდბა. რაკეტებით თავდასხმა ხდება. სამწუხაროდ, არიან დაღუპულები და დაშავებულები. გთხოვთ, არ დატოვოთ თავშესაფრები. იზრუნეთ საკუთარ თავზე და თქვენს ახლობლებზე“, - აცხადებს ზელენსკი.
ცნობისთვის: დღეს დილიდან უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. აფეთქებების შესახებ იუწყებიან კიევიდან, ლვოვიდან, დნეპროპეტროვსკიდან, ჟიტომირიდან, ხმელნიცკიდან, კრივოი როგიდან ზაპოროჟიედან და სლავიანსკიდან. მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.


