Accentnews.ge
რუსეთმა ზაპოროჟიეზე იერიში კვლავ მიიტანა

რუსეთმა ზაპოროჟიეზე იერიში კვლავ მიიტანა

10/10/2022 06:03:34 მსოფლიო

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიშები კვლავ მიიტანეს.

ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლექსანდრ სტარუხის ინფორმაციით, წუხანდელი შეტევის შედეგად ზაპოროჟიეს ცენტრში დანგრეულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი, არიან დაშავებულები და ადგილზე მაშველები და ექიმები მუშაობენ. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერ–ჯერობით არ გავრცელებულა.

ზაპოროჟიეს საცხოვრებელ რაიონებზე სარაკეტო დარტყმები განხორციელდა წინა დღეებშიც, მათ შორის, 9 ოქტომბერს იერიშის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S