
"ვრცელდება დეზინფორმაცია, არსებობს რექტორის არჩევის წესი და არავინ არავის არ ნიშნავს"
09/10/2022 14:35:03 საზოგადოება
რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ჯაბა სამუშია უარყოფს სოციალურ ქსელსა და ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ იგი თსუ-ს რექტორი გახდა.
"მეგობრებო, მთელი დღე გზაში ვარ და მხოლოდ ეხლა ვნახე ზოგიერთი სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ვითომდა ჩემი რექტორად დანიშვნასთან დაკავშირებით. არაფერი მსგავსი არ მომხდარა და ეს არის რამდენიმე სააგენტოს მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია. გასაგებია რასაც ისახავენ მიზნად, მაგრამ, ამჯერად, ამაზე არ გავამახვილებ ყურადღებას. ვწუხვარ, რომ ბევრმა ეს ინფორმაცია სანდოდ მიიღო. თსუ-ს წესდება არეგულირებს არჩევნების წესს და არავინ არავის არ ნიშნავს. ამასთანავე, დღეისათვის უნივერსიტეტს ჰყავს რექტორი და ახლის არჩევა, მხოლოდ რამდენიმე კვირაში იგეგმება. ყველამ პატივი უნდა ვცეთ თსუ-ს ტრადიციას”, – წერს სამუშია სოციალურ ქსელში.