Accentnews.ge
ზელენსკი: "რუსეთის მიერ ადრე ოკუპირებულ მიწებამდეც აუცილებლად მივალთ"

ზელენსკი: "რუსეთის მიერ ადრე ოკუპირებულ მიწებამდეც აუცილებლად მივალთ"

07/10/2022 19:21:29 მსოფლიო

ვათავისუფლებთ ჩვენს მიწასა და ხალხს ფსევდორეფერენდუმებისგან, რუსეთის მიერ ადრე ოკუპირებულ მიწებამდეც აუცილებლად მივალთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„მხოლოდ ამ კვირის განმავლობაში ჩვენმა მეომრებმა რუსული ფსევდორეფერენდუმისგან ჩვენი სახელმწიფოს აღმოსავლეთში გაათავისუფლეს 776 კვადრატული კილომეტრი და 29 დასახლებული პუნქტი, მათ შორის ექვსი ლუგანსკის ოლქში”, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, უკრაინის შეტევითი ოპერაციის დასაწყისიდან უკვე 2 434 კვადრატული კილომეტრი და 96 დასახლებული პუნქტია გათავისუფლებული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S