Accentnews.ge
ზელენსკი: "საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას 1.3 მლრდ აშშ დოლარს გადასცემს"

ზელენსკი: "საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას 1.3 მლრდ აშშ დოლარს გადასცემს"

07/10/2022 17:26:56 მსოფლიო

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას 1.3 მლრდ აშშ დოლარს გადასცემს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

აღნიშნული გადაწყვეტილებისთვის იგი მადლობას უხდის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველ დირექტორს კრისტალინა გეორგიევას და ორგანიზაციის აღმასრულებელ საბჭოს.

"საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ “სწრაფი დაფინანსების ინსტრუმენტის” ფარგლებში დაამტკიცა უკრაინისთვის 1.3 მილიარდი აშშ დოლარის გადაცემა. ფული დღეს წავა უკრაინაში”, - წერს ზელენსკი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S