Accentnews.ge
"არავითარი გაყინული კონფლიქტი არ იქნება, მიზანია გავათავისუფლოთ ყველა ტერიტორია"

"არავითარი გაყინული კონფლიქტი არ იქნება, მიზანია გავათავისუფლოთ ყველა ტერიტორია"

07/10/2022 17:15:36 მსოფლიო

რუსეთსა და უკრაინას შორის არანაირი გაყინული კონფლიქტი არ იქნება, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა აპირებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ყველა თავისი ტერიტორიის გათავისუფლებას.

"დარწმუნებული ვარ, რომ არავითარი გაყინული კონფლიქტი არ იქნება, ჩვენ აბსოლუტურად მომართულები ვართ, რომ გავათავისუფლოთ ყველა ჩვენი ტერიტორია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში 1991 წლის მდგომარეობით - ეს არის ჩვენი მიზანი. ჩვენი არმია ძალიან მოტივირებულია ტერიტორიების გასათავისუფლებლად. ვიბრძვით ჩვენი მშობლიური მიწისთვის, ჩვენი სახლებისთვის, ჩვენი ოჯახებისთვის. რუსული არმია სრულად დემოტივირებულია, რუსი სამხედროები ვერ იგებენ, რატომ უნდა გასწირონ საკუთარი სიცოცხლეები ერთი ადამიანის სურვილების გამო, გაუგებარი სურვილების გამო", – აცხადებს შმიგალი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S