გაერო რუსეთში ადამიანის უფლებათა დარღვევის საკითხებზე სპეციალური მომხსენებლის პოზიციას ქმნის
07/10/2022 15:06:13 მსოფლიო
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო რუსეთში ადამიანის უფლებათა დარღვევის საკითხებზე სპეციალური მომხსენებლის პოზიციას ქმნის. შესაბამის გადაწყვეტილებას საბჭომ დღეს უყარა კენჭი, რასაც მხარი დაუჭირა 17 წევრმა ქვეყანამ, 6 წინააღმდეგი იყო, დანარჩენებმა კი თავი შეიკავეს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრ ქვეყანასთან მიმართებაში.
სპეციალური მომხსენებელი ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტებს აღნუსხავს, იმუშავებს სამოქალაქო და უფლებადამცველ ორგანიზაციებთან და მიაწვდის მონაცემებს და რეკომენდაციებს საერთაშორისო ორგანიზაციებს.
ითანამშრომლებს თუ არა მომხსენებელთან რუსეთის მთავრობა და ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე ოფიციალური ორგანოები ჯერ-ჯერობით უცნობია.


