მედია – რუსეთმა დასავლეთის სამხედრო ოლქის ხელმძღვანელის შემდეგ აღმოსავლეთის ოლქის ხელმძღვანელიც გაათავისუფლა თანამდებობიდან
07/10/2022 14:37:49 მსოფლიო
რუსეთმა დასავლეთის სამხედრო ოლქის ხელმძღვანელის შემდეგ აღმოსავლეთის ოლქის ხელმძღვანელიც გაათავისუფლა თანამდებობიდან.
როგორც რუსული მედია იუწყება, აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის მეთაურ, გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრე ჩაიკოს "პოსტი" დაატოვებინეს.
მისი ცნობით, აღნიშნული მიზეზი უკრაინაში რუსული ძალების წარუმატებლობაა.
რუსული მედია იტყობინება, რომ ჩაიკოს გენერალ-ლეიტენანტი რუსტამ მურადოვი შეცვლის.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში სულ 5 სამხედრო ოლქია. 3 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა დასავლეთის სამხედრო ოლქის ხელმძღვანელი, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე ჟურავლევი თანამდებობიდან გაათავისუფლა. რუსული მედიის ცნობით, აღნიშნული ლიმანიდან რუსული ძალების გასვლას მოჰყვა.


