Accentnews.ge
ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ბელარუს აქტივისტს და რუსულ და უკრაინულ NGO-ებს გადაეცათ

ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ბელარუს აქტივისტს და რუსულ და უკრაინულ NGO-ებს გადაეცათ

07/10/2022 14:20:32 მსოფლიო

2022 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ბელარუსის ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაცია "ვესნას" დამფუძნებელს ალეს ბელიაცკის, რუსეთის ადამიანის უფლებადამცველ ცენტრ "მემორიალს" და უკრაინის "სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრს" გადაეცათ.

ნობელის კომიტეტის განცხადებით, "2022 წლის გამარჯვებულები 3 ქვეყნის: რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის სამოქალაქო საზოგადოებას წარმომადგენენ, ვინც მრავალი წელია, ამ ქვეყნებში ხელისუფლების კრიტიკის უფლებას ხელის უწყობენ და ადამიანის უფლებებს იცავენ":

„მშვიდობის პრიზის ლაურეატები წარმოადგენენ სამოქალაქო საზოგადოებას თავის ქვეყნებში. ისინი მრავალი წელია მხარს უჭერენ ხელისუფლების კრიტიკის უფლებას და მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვას. მათ შესანიშნავი ძალისხმევა გაწიეს, რათა აღერიცხათ ომის დანაშაულები, ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები და ძალაუფლების ბოროტად გამოყენება. ერთად ისინი წარმომადგენენ სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას მშვიდობისა და დემოკრატიისთვის“.

ბელიაცკიმ ადამიანის უფლებათა ცენტრი "ვესნა" 1996 წელს შექმნა. ის 2011 წელს გადასახადებისგან თავის არიდების საბაბით დააპატიმრეს. მისი პატიმრობა საერთაშორისო ადამიანის უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა უსაფუძვლოდ და პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასეს. ბელიაცკიმ ციხე 2014 წელს დატოვა. 2021 წლის ზაფხულში კი ის ბელარუსში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მასობრივ პროტესტში მონაწილეობის გამო დააკავეს. ის ახლა ციხეშია.

რუსული მოძრაობა "მემორიალი" 1987 წელს შეიქმნა და მისი მიზანი იმ ადამიანების ხსოვნის შენარჩუნება იყო, ვინც საბჭოთა პერიოდის პოლიტიკურ რეპრესიებს ემსხხვერპლა. მოძრაობის წევრები აგროვებდნენ ხელმოწერებს რეპრესიების მხვერპლთა მემორიალური კომპლექსისა და მონუმენტის შესაქმნელად. სახელმწიფოს ტერორის წინააღმდეგ კი მართავდნენ დემონსტრაციებს, გამოფენებსა და სემინარებს. 2021 წლის ზამთარში რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი სარჩელის საფუძველზე მემორიალი უცხოელ აგენტებად აღიარა და გააუქმა.

უკრაინის "სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრი" 2007 წელს შეიქმნა და მისი მიზანი უკრაინაში ადამიანის უფლებათა დაცვა და დემოკრატიის გავრცელებაა. ნობელის კომიტეტის განცხადებით, ამ ორგანიზაციამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა უკრაინაში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაში და უკრაინის ხელისუფლებას მათი მხრიდან ჰქონდა მნიშვნელოვანი წნეხი, რომ ქვეყანა სრულად დემოკრატიული გამხდარიყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S