Accentnews.ge
ირანში დემონსტრაციების დროს ბავშვების დახოცვის შესახებ იუწყებიან

ირანში დემონსტრაციების დროს ბავშვების დახოცვის შესახებ იუწყებიან

07/10/2022 13:56:01 მსოფლიო

ირანელმა მსახიობმა, UNICEF-ის კეთილი ნების ელჩმა მაჰთაბ ქერამათიმ განაცხადა, რომ ირანში საპროტესტო გამოსვლების დროს ბავშვები დაიღუპენ და მან ამის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდს აცნობა.

ირანში მესამე კვირაა, არ წყდება დემონსტრაციები, რომელიც მორალის პოლიციის მიერ თავდაბურავის არასწორად ტარების გამო დაკავებული ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ირანის ხელისუფლება პროტესტის ძალადობრივი გზებით ჩახშობას ცდილობს. უფლებადამცველების ცნობით, ბოლო 18 დღის განმავლობაში დაღუპულთა რაოდენობა 154-ს აღწევს, მათ შორის ხუთი ბავშვია.

„ეს საკითხები წამოვწიე UNICEF-ის წარმომადგენლებთან ირანში და თვალყურს მივადევნებ მოვლენების განვითარებას“, - წერს ქერამათი Instagram-ზე.

თავის პოსტში, რომელიც რამდენიმე საატში წაიალა, მსახიობი აღნიშნავს, რომ იცის „სულისშემძვრელი ცნობების შესახებ, რომლებიც უკავშირდება მოზარდების და ბავშვების დახოცვას, დაჭრას და დაკავებას და 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდების გამოყენებას დემონსტრანტების წინააღმდეგ.“ პოსტს წინ უძროდა მსახიობის გაკრიტიკება დუმილის გამო.

ირანელმა ნეიროქირურგმა აშქან ფუიანმა Instagram-ზე გამოაქვეყნა ტყვიის ფოტო, რომელიც მისი თქმით, ამოუღეს 13 წლის ბავშვს. ბავშვი ზურგის არეში დაიჭრა 20 სექტემბერს, როცა პოლიცია ამ ქალაქში სასტიკად უსწორდებოდა დემონსტრანტებს. მოგვიანებით ნეიროქირურგი უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადდა და სოციალურ ქსელებში მისი ანგარიშები გაითიშა. ბოლო დღეებში Twitter-ით და Instagram-ით გავრცელდა ჩაფხუტიანი, ხელკეტებით აღჭურვილი 18 წლის ასაკამდე თეირანელი ბავშვების ფოტოები. არსებული ცნობით, მათ დემონსტრაციების ჩასახშობად იყენებდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S