Accentnews.ge
რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში განხეთქილებაა – WP

რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში განხეთქილებაა – WP

07/10/2022 12:34:23 მსოფლიო

აშშ-ის დაზვერვის ახალი მონაცემები ავლენს განხეთქილებას რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონში. ცნობილი გახდა კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინის ახლო გარემოცვაში მყოფ პირთა შორის ომით უკმაყოფილების შესახებ,– წერს The Washington Post.

აშშ–ის დაზვერვის ინფორმაცია პუტინის ახლო გარემოცვის წევრებს შორის უთანხმოების შესახებ საკმაოდ არსებითად მიიჩნიეს, რათა ის ჩაესვათ პრეზიდენტ ბაიდენის ყოველდღიურ ბრიფინგში, – ამბობენ გამოცემის წყაროები.

„ოკუპაციის დაწყებიდან მოყოლებული, ჩვენ მოწმენი გავხდით პუტინის ახლო გარემოცვაში განგაშის დონის მატების. ჩვენი შეფასებით, განგაში გამოწვეულია რუსეთის ბოლოდროინდელი დანაკარგებით, არასწორი მიმართულებით და მნიშვნელოვანი სამხედრო ხარვეზებით“, - თქვა დასავლური დაზვერვის წარმომადგენელმა.

წყაროეს ცნობით, პუტინის გარემოცვის წევრის ღია პრეტენზია ეხებოდა სამხედრო ძალისხმევის არასწორ მართვას და საომარი კამპანიის მიმდინარეობს.

გამოცემასთან კიდევ ერთმა დასავლელმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ მეორე მაღალჩინოსანმა დასავლელმა თქვა, რომ რომ „შიდა დაძაბულობა ემთხვევა იმას, თუ როგორ მიდის სამხედრო კამპანია რუსებისთვის და როგორი ატმოსფერო მეფობს კრემლში“.

”ბევრ ადამიანს სჯერა, რომ ეს ყველაფერი არ არის სწორი მოქმედების გზა”, - ამბობს ოფიციალური პირი.

კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმაც აღიარა, რომ რუს ლიდერებს შორის იყო აზრთა სხვადასხვაობა და დებატები, რადგან პუტინი ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების წინაშე აღმოჩნდა, როგორიცაა მობილიზაცია.

„ასეთ მომენტებთან დაკავშირებით არის აზრთა სხვადასხვაობა: ზოგი თვლის, რომ სხვაგვარად უნდა მოვიქცეთ, მაგრამ ეს ყველაფერი ნორმალური სამუშაო პროცესის ნაწილია. არის სამუშაო კამათი ეკონომიკაზე, სამხედრო ოპერაციის ჩატარებაზე, განათლების სისტემაზე. ეს არ არის განხეთქილების ნიშანი“, - ირწმუნება პესკოვი.

ერთ–ერთმა რუსმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ პუტინის ახლო გარემოცვაში განხეთქილების შესახებ არ სმენია, თუმცა საპარლამენტო კომიტეტების ხელმძღვანელებს აქვთ "პროტესტი" იმის შესახებ, თუ როგორ აწარმოებენ ომს პრეზიდენტი და სამხედროები: „იმის შესახებ [პროტესტი], თუ რატომ არ არის ჯარი სათანადოდ უზრუნველყოფილი, რატომ არ მიდის კამპანია ისე, როგორც უნდა მიდიოდეს“.

ევროპის უსაფრთხოების მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ მათ არ უნახავთ აშშ–ის სადაზვერვო მონაცემები და არ იციან, გაბედა თუ არა ვინმემ პუტინის ღია გამოწვევა უკრაინის მოვლენების დროს. თუმცა, თქვეს ისიც, რომ ბზარები სულ უფრო აშკარა ხდება რუსული სისტემის ბევრ დონეზე და რომ პუტინს ზურგს უკან აკრიტიკებენ:

"ისინი ფიქრობენ, რომ ის ჯიუტია, შეპყრობილია უკრაინით. ეს არის აკვიატება, რომელსაც ისინი არ იზიარებენ", - თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

როგორც პროცესზე დამკვირვებლები ამბობენ, პუტინი „განტევების ვაცს“ ეძებს და მაღალი ალბათობით, ეს სწორედ სამხედრო ხელმძღვანელობა იქნება, თუმცა კვლავ აქტუალობას ინარჩუნებს კითხვა, როგორც მოიქცევიან თავად სამხედროები მსგავს ვითარებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S