Accentnews.ge
რუსეთში, სამხედრო ნაწილში აფეთქება მოხდა: რუსული მედია დივერსიის შესახებ წერს

რუსეთში, სამხედრო ნაწილში აფეთქება მოხდა: რუსული მედია დივერსიის შესახებ წერს

07/10/2022 11:50:32 მსოფლიო

რუსეთში, კალუგასთან, სამხედრო ნაწილის ასაფრენ ბილიკზე დრონი აფეთქდა,– იუწყება უკრაინული მედია რუსულ რესურსებზე დაყრდნობით.

რუსული წყაროების ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატი ჭურვით დღეს დილით იქნა გაშვებული თავად სამხედრო ნაწილის მიმდებარე ტერიტორიიდან. ამასთან, აღნიშნავენ, რომ დრონი რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინიდან არ შეფრენილა.

„მისი მიზანი იყო შაიკოვკას აეროდრომის ასაფრენი ბილიკის განადგურება. ზოლი დაზიანებულია, მაგრამ უკვე გარემონტებულია“,– ნათქვამია შეტყობინებაში.

მსხვერპლის შესახებ არ იუწყებიან, არც რუს ოფიციალურ პირებს გაუკეთებიათ კომენტარი.

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის გაჩაღების შემდეგ უკრაინის მოსაზღვრე რუსული რეგიონებიდან (და არა მხოლოდ) ხშირას იუწყებიან აფეთქებების შესახებ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S