Accentnews.ge
უმრავლესობის წევრი დეპუტატები – ლომჯარიას: „რას ერჩით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას?!“

უმრავლესობის წევრი დეპუტატები – ლომჯარიას: „რას ერჩით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას?!“

07/10/2022 11:36:40 პოლიტიკა

უმრავლესობის წევრი დეპუტატების ნაწილი სახალხო დამცველ ნინო ლომჯარია "ტყის კოდექსის" თაობაზე საკონსტიტუციო სარჩელის გამო აკრიტიკებენ.

საუბარია სახალხო დამცველის მიერ 2020 წელს მიღებული კანონის გაასაჩივრების ფაქტზე, რომლის მიხედვით, მართლმადიდებელ ეკლესიას შეუძლია, ყველა ეკლესია-მონასტრის გარშემო 20 ჰექტრამდე ტყე იყიდოს და კერძო საკუთრებად დაიკანონოს.

"პოზიციონირებთ, როგორც ყველას შემწე და მეოხე, თუმცა მინდა გკითხოთ, მართლაც რას ერჩით საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას?!", - ამ კითხვით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ პარლამენტში, საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე 2021 წლის ანგარიშით მისულ სახალხო დამცველს მიმართა.

"29 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამარლოში გაიმართა განმწესრიგებელი სხდომა, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, ბუნებრივია, აქ გვესმის, რომ ტრანსკრიფციაში იყო - ეკლესიის წინააღმდეგ. აღნიშნულ სხდომაზე, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უბადრუკად და უმწეოდ გამოიყურებოდა თქვენი წარმომადგენელი და პირდაპირ ბოდიშების მოხდაც მოუწია. თქვენ აპროტესტებდით, რომ ტერიტორიების მიჩენის ნაცვლად შესაძლებელია ახალი სტანდარტი დამკვიდრებულიყო, რომ ძველაშენებულ მონასტრებს, რომლებიც ამ კანონის მიღებამდე იყო აშენებული, მიეკუთვნოთ გარკვეული პერიოდით მოვლა- პატრონობით ტყის გარკვეული ფართობები. გასაგებია თქვენი მოტივები, მაგრამ მაინტერებს, რამ გაიძულათ ასე სასწრაფო რეჟიმში... როდესაც წინა ზაფხულში შეიტანეთ ეს სარჩელი, მიუთითეთ რომ იყო დაზარალებული და ამხელა პერიოდის მერე სხდომისას თქვენს წარმომადგენელს პირდაპირ ცივი ოფლი ასხამდა და ბოდიშებს უხდიდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, რადგან ის იყო მოუმზადებელი და აღმოჩნდა, რომ ტყუილი იყო, რომ ვიღაც იყო ამ თემით დაზარალებული", - განაცხადა ოდიშარიამ.

მოგვიანებით, „ქართული ოცნებიდან“ წასულმა უმრავლესობის წევრმა დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმაც კითხვა სწორედ აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით დასვა:

„არ მგონია, რომ თქვენ და თქვენს უწყებას არ ცოდნოდა საქართველოს მინიმალური ისტორია, რომ ეკლესია-მონასტრები სწორედ საპატრიარქოს და მართლმადიდებელ ეკლესიას გააჩნია და ამ კანონში სწორედ ეს ეწერა – ისტორიულად სადაც იყო ეს ნაგებობები, სწორედ ეს იყო სატყეო მიწები. ამაზე იყო საუბარი და მაშინ რა იყო მიზანი? ის, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაცია მომხდარიყო, რომ საპატრიარქოს უფრო მეტი უფლებები აქვს, ვიდრე სხვა კონფესიებს, როცა აქ ითქვა, რომ ერთი პრაქტიკული მაგალითიც ვერ იყო პროცესზე მოცემული, რომლის გამოც ეს საკონსტიტუციო სარჩელი შევიდა".

ცნობისთვის: მიმდინარე წლის მაისში პარლამენტმა "ტყის კოდექსი" და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. დოკუმენტის ერთ-ერთი ჩანაწერის მიხედვით, შესაძლებელია, საპატრიარქოს ტყის ფართობების გარკვეული ნაწილი საკუთრებაში გადაეცეს, რადგან "სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილების პროექტის მიხედვით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, თითოეულის შემთხვევაში 20 ჰექტრამდე და ასევე - საქართველოს "ტყის კოდექსით" განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ აღნიშნული ნორმა ქვეყანაში თანასწორობის უფლებას არღვევს და სწორედ ამიტომ, მისი გაუქმება მოითხოვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S