აშშ–ში დააკავეს რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც მობილიზაციას ნავით გაიქცნენ
07/10/2022 11:01:38 მსოფლიო
ალასკაზე ჩუკოტკას ორი მცხოვრები დააკავეს, რომლებიც რუსეთიდან მობილიზაციას ნავით გაიქცნენ,– იუწყება Alaska's News Source.
გამოცემის ცნობით, რუსები კუნძულზე 4 ოქტომბერს გადასხდნენ. მათ ადგილობრივ მოსახლეობას უთხრეს, რომ ჩუკოტკას სოფელ ეგვეკინოთიდან გადმოვიდნენ, რომელიც ზღვით დაახლოებით, 500 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს.
ისინი დააკავეს და ანკორიჯში გადაიყვანეს. ახლა ფედერალური ხელისუფლება იძიებს, დაარღვიეს თუ არა რუსებმა აშშ-ის საზღვრის გადაკვეთის წესები და აქვთ თუ არა მათ ქვეყანაში დარჩენის უფლება.
ალიასკას გუბერნატორის მაიკ დანლივის თქმით, ეს იყო იზოლირებული ინციდენტი და რუსეთიდან მიგრანტების სტაბილური ნაკადი მოსალოდნელი არ არის.
Forbes-ის მონაცემებით, რუსეთი მობილიზაციის დაწყებიდან 700 000-მდე მოქალაქემ დატოვა. გამოცემის თანამოსაუბრემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტურისტული მიზნით ქვეყნიდან წასული ადამიანების რაოდენობის დათვლა ამჟამად შეუძლებელია.
მობილიზაციის გამოცხადების პირველივე დღეებიდან ქვეყნების საზღვრებთან, რომელთანაც რუსებს უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა აქვთ, მრავალკილომეტრიანი რიგები დადგა, მნიშვნელოვნად გაძვირდა ავიაბილეთები.


