მშვიდობის დარგში ნობელის პრემია უკრაინელ, ბელარუს და რუს უფლებადამცველებს მიენიჭათ
07/10/2022 10:19:31 მსოფლიო
2022 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში მიიღეს უკრაინულმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრმა, რუსულმა „მემორიალმა“ და ბელარუსმა უფლებადამცველმა ალეს ბიალიატსკიმ გადაეცათ.
„ლაურეატები წარმოადგენენ სამოქალაქო საზოგადოებას თავიანთ ქვეყნებში. ისინი მრავალი წლის განმავლობაში უწყობდნენ ხელს მოქალაქეების ძირითადი უფლებების დაცვას. მათ განსაკუთრებული ძალისხმევა გასწიეს ომის დანაშაულების, ადამიანის უფლებების დარღვევისა და უფლებამოსილების გადამეტების დოკუმენტირებისთვის. ისინი ერთად აჩვენებენ სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას მშვიდობისა და დემოკრატიისთვის“, - აცხადებს კომიტეტი.
სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრი დაარსდა უკრაინაში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის ხელშეწყობისთვის. 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინაში ცენტრი აფიქსირებს რუსეთის სამხედრო დანაშაულებებს უკრაინელი მოსახლეობის წინააღმდეგ. ორგანიზაცია წამყვან როლს თამაშობს დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემის საქმეში მათი დანაშაულებისთვის, - აღნიშნავს ნობელის კომიტეტი.
„მემორიალი“ ერთ-ერთი უძველესი ორგანიზაციაა, რომელიც სწავლობს საბჭოთა კავშირის დროინტელ რეპრესიებს და დევნას რუსეთში.2021 წლის 28 დეკემბერს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საერთაშორისო „მემორიალის“ ლიკვიდაციის შესახებ, რომელიც შეტანილია „უცხოური აგენტების“ რეესტრში. მეორე დღეს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ იგივე გადაწყვეტილება მიიღო ადამიანის უფლებათა ცენტრ „მემორიალის“ წინააღმდეგ.
ალეს ბიალიაცკი იყო დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ინიციატორი, რომელიც ჩაისახა ბელარუსში 1980-იანი წლების შუა ხანებში. მან თავისი ცხოვრება მიუძღვნა „თავის ქვეყანაში დემოკრატიისა და მშვიდობიანი განვითარების ხელშეწყობას“, – აღნიშნავს კომიტეტი. ბიალიაცკი არის ადამიანის უფლებათა მოძრაობის „ვიასნას“ დამფუძნებელი, რომელმაც დააფიქსირა და გააპროტესტა ხელისუფლების მიერ პოლიტპატიმრების მიმართ წამების გამოყენება. უფლებადამცველი 2021 წლის 14 ივლისს დააკავეს. მას ბრალი წაუყენეს კონტრაბანდასა და საზოგადოებრივი წესრიგის უხეშად დამრღვევი ჯგუფის ქმედებების დაფინანსების მუხლით. ბიალიატსკი კვლავ დაპატიმრებულია.


