
მედია – რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლა აღდგა
16/10/2019 14:45:36 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
ავიაკომპანია „სიბირს“ მოსკოვიდან ქუთაისში ფრენის ნებართვა მისცეს,– ამ ინფორმაციას შეიცავს დოკუმენტი, რომელიც „როსავიაციის“ (რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო) ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, ბრძანებულება ითვალისწინებს ფრენების სიხშირეს კვირაში 7 რეისამდე. ამასთანავე, გაწვეულია ავიაკომპანია „გლობუსის“ დაშვება მოსკოვი–ქუთაისის მარშრუტით გადაზიდვებზე.
Telegram–არხი Tbilis_life ავიაკომპაია “სიბირის“ წამრმომადგენლობაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაგეგმილი რეისების შესახებ ინფორმაცია ჯერ–ჯერობით არ არსებობს.
ცნობისთვის: რუსეთმა საქართველოსთან ფრენები 8 ივლისს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებით შეწყვიტა მას შემდეგ, რაც თბილისში რუს დეპუტატ გავრილოვის ინციდენტთან დაკავშირებული მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო.