Accentnews.ge
უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუს ჯარისკაცებს, ოფიცრებს და გენერლებს მიმართავს

უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუს ჯარისკაცებს, ოფიცრებს და გენერლებს მიმართავს

07/10/2022 08:25:06 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი რუსეთის არმიის ჯარისკაცებს, ოფიცრებს, გენერლებს და ადმირალებს მიმართავს, რომ ისინი მოატყუეს და უღალატეს. რეზნიკოვის რუსულენოვანი ვიდეომიმართვა დღეს გამოქვეყნდა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრი აღნიშნავს, რომ უპირველეს ყოვლისა, მიმართავს რუს ოფიცრებს და სარდლობას, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ. იგი აღწერს უკრაინის არმიის მთავარსარდლის, გენერალ ზალუჟნის და სახმელეთო, საჰაერო, სადესანტო და საზღვაო ძალების სარდლების ხელმძღვანელობით უკვე ჩატარებული, თუ მიმდინარე ოპერციების წარმატებულ შედეგებს და რუს სამხედროებს მიმართავს:

„და სად არის თქვენი დესანტი? თქვენ იცით - სასაფლაოებზე კოსტრომაში, ფსკოვში, რიაზანში, ულიანოვსკში, კალინინგრადში, ულან-უდეში, ტულაში, ნოვოროსიისკსა და სხვა ქალაქებში. თქვენი მედესანტეები ახლაც იღუპებიან დნეპრის მარჯვენა ნაპირზე. მათ თავისი საქმე იციან, მაგრამ, ვიღაცამ კრემლში გადაწყვიტა გარდაუვალ სიკვდილზე მათი გაგზავნა. რატომ ხდება ასე? ყველაფერი მარტივადაა. თქვენ მოგატყუეს და გიღალატეს“.

რეზნიკოვის თქმით, "დღეს რუს სამხედროებს არ უსმენენ, რადგან მათი მოსმენა შეცდომების აღარება იქნებოდა, მოსკოვში კი, სიმართლე არ უყვართ და ურჩევნიათ იმაზე ილაპარაკონ, როგორ გმირულად იღუპებიან რუსი ჯარისკაცები გამოგონილ, ნატო–ს ძალებთან ბრძოლაში".

„ჩვენი პრეზიდენტი თავის არმიასთან ერთადაა. და სად არის თქვენი? თქვენ იცით, რომ უკრაინაში არავის ათავისუფლებთ. თქვენ ანადგურებთ ქალაქებს, სადაც სულ ცოტა ხნის წინ კეთილ მეზობლებად გთვლიდნენ და რუსულად ლაპარაკობდნენ. დღეს კი, მტრობა დაითესა მომავალ თაობებშიც. ბევრი თქვენგანი უკვე მიხვდა, რომ სიმართლის გამო სიკვდილისთვის არ გაგზავნეს. იქნებ, ამიტომ იმალება თქვენი(პრეზიდენტი) ბუნკერში? მას ეშინია თქვენი გამოფხიზლების, ზიზღის და სამართლიანი რისხვის“, - მიმართავს უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუს სამხედროებს.

რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინის დამცველი მეომრები არიან გმირები, მათით ყველა ამაყობს და ომის შემდეგ ზრუნვას არ მოაკლებენ:

„და ვინ ხართ ახლა თქვენ? ვინ იქნებით ამ ომის შემდეგ თქვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის, როცა ისინი სიმართლეს გაიგებენ? როგორ შეხვალთ ისტორიაში? როგორც ისინი, ვინც ერთი დროშის ქვეშ იბრძოდით მსჯავრდებულებთან ერთად? თქვენც მეხსიერებაში დარჩებით, როგორც ქურდები, მოძალადეები და მკვლელები. გეტყვით, რა იქნება შემდეგ - ათასობით რუსი ბიჭი დაიღუპება და კიდევ უფრო მეტი დარჩება ხელ-ფეხის გარეშე“.

მან აღნიშნა, რომ უკრაინელებს არ სჭირდებათ რუსული მიწა და საკმარისი საკუთარი ტერიტორია აქვთ.

„ჩვენ სიცოცხლეს, უსაფრთხოებას და სამართლიანობის გარანტიას ვაძლევთ ყველას, ვინც დაუყოვნებლივ უარს იტყვის ბრძოლაზე. თქვენ ჯერ კიდევ შეგიძლიათ იხსნათ რუსეთი ტრაგედიისგან, ხოლო რუსული არმია დამცირებისგან. მაგრამ დრო მიდის. ნუ დაკარგავთ მას“, - აცხადებს რეზნიკოვი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S