Accentnews.ge
ზაპოროჟიეზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

ზაპოროჟიეზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

07/10/2022 07:20:47 მსოფლიო

ზაპოროჟიეზე გუშინ რუსული ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა, - იუწყება უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური.

"ერთ-ერთ მისამართზე, ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან 8 გარდაცვლილი ამოიყვანეს, 6 ადამიანი გადაარჩინეს, აქედან 5 ჰოსპიტალიზებულია. ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან 3 გარდაცვლილი ამოასვენეს, 15 ადამიანი გადაარჩინეს, მათგან 8 საავადმყოფოში გადაიყვანეს", – აცხადებენ უწყებაში.

მისი ცნობით, 6 ოქტომბერს სარაკეტო თავდასხმის შედეგად დანგრეული საცხოვრებელი სახლების ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S