ევროკავშირი სომხეთში სამოქალაქო მისიას აგზავნის
07/10/2022 06:43:43 მსოფლიო
ევროკავშირი სომხეთში სამოქალაქო მისიას აგზავნის. ამის შესახებ პრაღაში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ერთობლივი შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
როგორც ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მისიის მიზანია ნდობის განმტკიცება და წვლილის შეტანა საზღვრის დამდგენი კომისიების მუშაობაში.
მისია ოქტომბერში დაიწყებს მუშაობას და სომხეთში ორი თვის განმავლობაში დარჩება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი აღიარებენ, რომ ერთგულები არიან გაერო-ს წესდების და „ალმა-ათის 1991 წლის დეკლარაციის“, რომელშიც ორივე მხარე აღიარებს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.


