Accentnews.ge
ზალუჟნი: "უფლება არ გვაქვს, ეს ომი ჩვენს შვილებს გადავაბაროთ, მტერი აქ და ახლავე უნდა განადგურდეს!"

ზალუჟნი: "უფლება არ გვაქვს, ეს ომი ჩვენს შვილებს გადავაბაროთ, მტერი აქ და ახლავე უნდა განადგურდეს!"

07/10/2022 06:39:58 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვალერი ზალუჟნის განცხადებით, უკრაინას შეუძლია, მოწინააღმდეგის განადგურება ისე, რომ ომი მომავალ თაობებზე აღარ გადავიდეს.

"ჩვენს მიწაზე გრძელდება ბრძოლა, რომლის მასშტაბები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ უნახავს მსოფლიოს. არ გვაქვს უფლება, ეს ომი ჩვენს შვილებს გადავაბაროთ. მტერი უნდა განადგურდეს აქ და ახლავე. ჩვენ ეს შეგვიძლია“, - განაცხადა ზალუჟნიმ.

30 სექტემბერს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ომი ზამთარში მიწყნარდება და უკრაინა გაზაფხულზე თავის ტერიტორიებს გაათავისუფლებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S