Accentnews.ge
მერკელი: "ევროპაში გრძელვადიანი მშვიდობა რუსეთის ჩართულობის გარეშე ვერ მიიღწევა"

მერკელი: "ევროპაში გრძელვადიანი მშვიდობა რუსეთის ჩართულობის გარეშე ვერ მიიღწევა"

07/10/2022 06:27:53 მსოფლიო

გერმანიის ყოფილი კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, ევროპაში გრძელვადიანი მშვიდობა რუსეთის ჩართულობის გარეშე ვერ მიიღწევა. ამის შესახებ მან მიუნხენში გერმანული გამოცემის "Süddeutsche Zeitung" 77 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

"ევროპაში გრძელვადიან მშვიდობას მხოლოდ რუსეთის ჩართულობით შეიძლება, მივაღწიოთ. ვიდრე ამას არ გავაკეთებთ, ცივი ომი რეალურად არ დასრულდება", – განაცხადა მერკელმა.

ამასთან, მან კვლავ მოუწოდა ევროპას, რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარას სერიოზულად მიუდგნენ.

„ჩვენ ეს განცხადება ბლეფად არ უნდა განვიხილოთ, ის სერიოზულად უნდა აღვიქვათ“, – განაცხადა გერმანიის ყოფილმა კანცლერმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S