Accentnews.ge
ბაიდენი: "პუტინი არ ხუმრობს, როცა ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაზე საუბრობს"

ბაიდენი: "პუტინი არ ხუმრობს, როცა ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაზე საუბრობს"

07/10/2022 06:01:08 მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, "რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ ხუმრობს, როცა ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაზე საუბრობს".

„პირველად კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ, გვაქვს პირდაპირი მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით. პუტინი არ ხუმრობს, როცა საუბრობს ტაქტიკური ბირთვული იარაღის, ან ბიოლოგიური, ან ქიმიურ იარაღის პოტენციურ გამოყენებაზე, რადგან მისი არმია, შეიძლება ითქვას, იმაზე საგრძნობლად ცუდად ასრულებს დავალებას, ვიდრე მოსალოდნელი იყო. მე არ ვფიქრობ, რომ არსებობს შესაძლებლობა ბირთვული ტაქტიკური იარაღი მსუბუქად გამოიყენო და ყველაფერი არმაგედონით არ დაასრულო“, – განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, იგი და აშშ-ის ოფიციალური პირები დიპლომატიურ გამოსავალს ეძებენ.

4 ოქტომბერს თეთრ სახლსა და პენტაგონში განაცხადეს, რომ არ აქვთ იმის დამადასტურებელი ცნობები, რომ რუსეთი ემზადება უკრაინაში, ან მის სიახლოვეს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად.

1962 წლის ოქტომბრის კუბის სარაკეტო კრიზისი იყო პირდაპირი და საშიში დაპირისპირება შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის ცივი ომის დროს, როდესაც, კუბაში საბჭოთა რაკეტების არსებობის გამო ისინი ბირთვულ კონფლიქტს ყველაზე მეტად მიუახლოვდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S